ჩვენი მისიაა დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ქართულ სამშენებლო ბაზარზე, ჩვენი შეთავაზება იყოს მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი, ვიყოთ ცნობადი, ინოვაციური და მუდამ სიახლეზე ორიენტირებული კომპანია, გვქონდეს ხალხის ნდობა და ჩვენი დამკვეთები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ ჩვენი მუშაობით.
ჩვენ, სახლს ჩვენი დამკვეთების ფულით ვაშენებთ, (ეს პროექტ “შევავსოთ სახლის” ძირითადი ნიუანსია) ამდენად ჩვენი წარმატება და წინსვლა ჩვენს მიმართ ხალხის ნდობაზე და მომხმარებლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, თავის მხრის მომხმარებელთა კეთილგანწყობას ჩვენს მიერ ვალდებულებათა დროული და ჯეროვანი შესრულება ქმნის, ჩვენ ყველანი, ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთის მიმართ ვალდებულნი ვართ, ამდენად ჯორჯიან ჰაუზში ბინის შემძენი თავს ერთი დიდი გუნდის წევრად უნდა გრძობდეს, სადაც თითოეულს თავისი წილი მოვალეობა აქვს სხვათა მიმართ, ჩვენს დამკვეთებს ექნებათ ყოველდღიურად ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის ფინანსური თუ ოპერაციული მდგომარეობის შესახებ, მათთან მუდმივი კავშირი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგანაც დამკვეთის მოზიდვა ჩვენი “მისიის” მხოლოდ “30%-ია” იმისთვის რომ ჩვენი მისია შესრულდეს 100%-ით საჭიროა დამკვეთის “შენარჩუნება” და მისი მოლოდინის გამართლება. ჯორჯიან ჰაუზი ჩაატარებს ყოველკვარტალურ შეხვედრებს (კრებები) დამკვეთებთან, სადაც განიხილება მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ამ შეხვედრებზე ყველა ერთმანეთს მოუსმენს და თავის შეხედულებას გაუზიარებს, ასევე იწარმოებს ინდივიდუალური მუშაობა, თითოეული დამკვეთის ბინასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე იქნება მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება (იქნება ეს შიდა გეგმარების გადაკეთება, დაპროექტება ან ბინასთან დაკავშირებული სხვა რაიმე ფინანსური თუ იურიდიული საკითხი) პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვქმნით ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და ამიტომ ჩვენი ყველა დამკვეთი უნდა გახდეს მშენებლობაში წვლილის შემტანი და თანამონაწილე, რადგანაც მათ მიერ ვალდებულებათა შესრულებაზეა დამოკიდებული ჩვენს მიერ ვალდებულებების პირნათლად შესრულება.