პროექტი "შევავსოთ სახლი" რომლის ავტორიც არის შპს "ჯორჯიან ჰაუზი" წარმატებით დასრულდა 2011 წლის იანვრიდან განახლდა 1-ლი ბლოკის მშენებლობა, ხოლო მე-2 ბლოკის მშენებლობა განახლდა 2011 წლის სექტემბრიდან. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტ "შევავსოთ სახლის" პრინციპს რომლის საშუალებითაც ჩვენი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო და ამჟამად ვადების ზუსტი დაცვით მიმდინარეობს
პროექტის პრეზენტაცია (ბიზნეს კურიერის სიუჟეტი)
იხილეთ კითხვა-პასუხი
პროექტის მოკლე ანოტაცია
გამომდინარე უძარვი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობისა, მშენებარე სახლში ბინის მყიდველი უპირველეს ყოვლისა ყურადღებას აქცევს სახლის დასრულების გარანტიას, შესაბამისად შპს “ჯორჯიან ჰაუზმა” შეიმუშავა მშენებარე ბინის გაყიდვის უსაფრთხო მექანიზმი რომელიც საშუალებას მისცემს ბინის მყიდველს 12 თვიანი უპროცენტო განვადებით შეიძინოს თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანილი ბინა შეღავათიან ფასად და მეორეს მხრივ გახდეს სამშენებლო კომპანიის უშუალო დამკვეთი და მშენებლობის დასრულებამდე სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით, წინასწარ შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვითა და მშენებლობის გრაფიკით, აწარმოოს პროექტის ფინანსური მონიტორინგი, ასევე ყოველკვარტალურად ჩაიბაროს ანგარიშგება სამშენებლო კომპანიიდან შესრულებული სამუშაოებისა და შემოსული და დახარჯული თანხების შესახებ.
აღნიშნული მექანიზმის საფუძველი იქნება სამშენებლო კომპანიის ფინანსური გამჭვირვალობა და საცხოვრებელი სახლის მთლიანად დასრულების დასაბუთებული ფინანსური გათვლა.
მიზანი
ფინანსურ გათვლის მიხედვით ჩვენი ამოცანაა “შევავსოთ სახლი” ანუ: გავყიდოთ იმ ოდენობით კომერციული თუ საცხოვრებელი ფართი გადახდისუნარიან მყიდველებზე, (მარტივად რომ ვთქვათ 20 თვიანი განვადებებით უნდა მოვიზიდოთ მინიმუმ 3 მილიონი აშშ დოლარი) რომ მშენებლობის 20 თვეში დასრულება გახდეს შესაძლებელი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პროექტში გათვალისწინებულია ორი ერთნაირი მოცულობის კორპუსის აშენება (ორი ბლოკი ერთმანეთის გვედით არის განლაგებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და გაყოფილია ტემპერატურული ნაკერით, რაც საშუალებას გვაძლევს ისინი ცალ-ცალკე ავაშენოთ და ჩავაბაროთ ექსპლუატაციაში) ცალ-ცალკე მათ აშენებას შესაბამისად დასჭირდება მინიმუმ 1.5 - 1.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება
- მშენებლობა დაიწყება მხოლოდ
მას შემდეგ როცა სრულად იქნება მოძიებული სახლის დასამთავრებელი ფული; - მას შემდეგ რაც სახლის დასამთავრებელი ფინანსური რესურსი იქნება მოძიებული (ანუ “სახლი შეივსება”) მოხდება მშენებლობის დაზღვევა და თანხის მიზნობრივ ხარჯვასა და სახლის ჩაბარების ვადებს გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანია;
- მშენებლობის დაწყებამდე თანხას ბინის შეძენით დაინტერესებული პირი ინახავს სს “საქართველოს ბანკში” საკუთარ შეგროვებად ანაბარზე, 3 თვის ვადით;
- იმ შემთხვევაში თუ “სახლი არ შეივსო” დაინტერესებული პირი, 3 თვის შემდეგ, სს “საქართველოს ბანკიდან” ფულს გაიტანს დარიცხულ პროცენტთან ერთად;
- თუ 2010 წლის 25 დეკემბრამდე “სახლი შეივსება” (ანუ მოძიებულ იქნება იმ ოდენობის ფინანსური რესურსი რომ სახლის დამთავრება იქნება გარანტირებული) კლიენტურა აძლევს ჯორჯიან ჰაუზს შეგროვებად ანაბარზე თანხის განკარგვის უფლებას მშენებლობისთვის;
- 2010 წლის 25 დეკემბერს ჩატარდება “შემაჯამებელი შეხვედრა” სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა დამკვეთი რომელმაც ფული შეიტანა სს “საქართველოს ბანკში” “სახლის შესავსებად” და გადაწყდება პროექტის “ბედი”;
- “სახლის შევსების” შემთხვევაში “შემაჯამებელი შეხვედრის” შემდეგ მხოლოდ დამკვეთის სურვილის შემთხვევაში გაფორმდება ინდივიდუალური ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებები ყველა დამკვეთთან სადაც გაწერილი იქნება თანხის შემოტანის ინდივიდუალური გრაფიკი და მშენებლობის წარმოებისა და დასრულების გრაფიკი, ამავე ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე ჯორჯიან ჰაუზი მიიღებს უფლებას მშენებლობისთვის განკარგოს შეგროვებად ანაბარზე მყიდველის მიერ შემოტანილი ფულადი თანხა, ასევე მოხდება მშენებლობის დაზღვევა.
ეტაპები
- დაინტერესებული პირი მოდის ჯორჯიან ჰაუზში, ეცნობა პროექტს და აფორმებს შეთანხმებას ჯორჯიან ჰაუზთან (იხ. ფორმა აქ) აღნიშნული შეთანხმებით დამკვეთი ირჩევს კონკრეტულ ბინას და გამოხატავს პირველად დაინტერესებას პროექტისადმი, თუმცა დამკვეთი უფლებამოსილია საკუთარი სურვილით ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ, შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება თუ უძრავი ქონების ყიდვას გადაიფიქრებს;
- პროექტის გაცნობის შემდეგ დამკვეთი მიდის სს “საქართველოს ბანკში” ხსნის შეგროვებად ანაბარს 3 თვის ვადით, (იხ. ფორმა) და რიცხავს აღნიშნულ საანაბრე ანგარიშზე მინიმუმ 3000 აშშ დოლლარს;
- 2010 წლის 25 დეკემბერს ჩატარდება “შემაჯამებელ შეხვედრა” რომელსაც დაესწრება ყველა „სახლის შემავსებელი“ ანუ ის ვინც 1-2 ეტაპს გაივლის, ამ შეხვედრაზე გამოცახხდება (სავარაუდოდ სს “საქართველოს ბანკი” გამოაცხადებს) თუ რამდენმა პირმა გაიარა პირველი ორი ეტაპი და ჯამში რა თანხის მობილიზება მოხდა ანაბრებზე და რა თანხა შემოვა შემდეგი 20 თვის განმავლობაში განვადებებით, შემდეგ ჯორჯიან ჰაუზი გააცნობს დამკვეთებს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს, (მშენებლობის დასრულების ვადებსა და გრაფიკს) რის შემდეგაც დამკვეთები დამოუკიდებლად იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯორჯიან ჰაუზის პროექტში ფართის შესყიდვის შესახებ. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება როგორც საქართველოს ბანკის ასევე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები და გაიმართება 2010 წლის 25 დეკემბერს, ხუთი დღით ადრე ჯორჯიან ჰაუზი შეატყობინებს დამკვეთებს შეხვედრის დროს და ადგილს;
შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტია:
- თუ “შეგროვებული” თანხა (როგორც ანაბრებზე დარიცხული ასევე 20 თვიანი განვადებით დამკვეთების მიერ შემოსატანი ფული) საკმარისია იმისთვის რომ მშენებლობა გარანტირებულად დასრულდეს 20 თვეში, სახლი გამოცხადდება შევსებულად შესაბამისად პროექტის ბედის დადებითად გადაწყდება (დამკვეთები ყიდულობენ ფართებს)მშენებლობა დაიზღვევა სადაზღვევო კომპანიაში;
- იმ შემთხვევაში თუ “სახლი არ შეივსო” კლიენტურა სს “საქართველოს ბანკიდან” (შეგროვებადი ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ) ფულს გაიტანს დარიცხულ პროცენტთან ერთად.