• 24 სექტემბერს გაიმართა პროექტ "შევავსოთ სახლის" პრეზენტაცია. (იხ. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი).
  • 28 სექტემბერს ჯორჯიან ჰაუზსა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.
  • 5 ოქტომბერს ჯორჯიან ჰაუზსა და სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის შორის შედგა პრინციპული შეთანხმება მშენებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით "სახლის შევსების" შემთხვევაში, (დეტალები გამოცხადდება "შემაჯამებელ შეხვედრაზე" უშუალოდ ალდაგი ბისიაის წარმომადგენლის მიერ).
  • 30 ოქტომბერს ჯორჯიან ჰაუზის ოფისში სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაისთან" ერთად გაიმართა წინასწარი შეხვედრა პოტენციურ კლიენტებთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ის დამკვეთები რომლებმაც უკვე შეიტანეს ფული საქართველოს ბანკში "სახლის შესავსებად" შეხვედრაზე უშუალოდ სს "ალდაგი ბისიაის" წარმომადგენელი პასუხობდა დამკვეთების კითხვებს და ძირითადად განხილული იყო მშენებლობის დაზღვევის დეტალები.
  • 3 ნოემბერი, პირველადი შესატანი თანხა შემცირდა და შეადგენს მინიმუმ 3000 აშშ დოლარს თითო ბინაზე, შესაბამისად მინიმალური ყოველთვიური გადასახადი სხვადასხვა ფართის ბინებისთვის შეადგენს - (იხილეთ აქ)
  • 30 ნოემბერი, ჩვენ უკვე 20-ნი ვართ, პროექტ "შევავსოთ სახლის" ფარგლებში ჯორჯიან ჰაუზთან ოცმა დაინტერესებულმა პირმა გააფორმა ხელშეკრულება, პროექტი კარგად მიმდინარეობს და გრძელდება 25 დეკემბრამდე. (იხილეთ)
  • 2 დეკემბერი, ჯორჯიან ჰაუზი აქტიურ სარეკლამო კამპანიას იწყებს (იხილეთ)
  • შემაჯამებელი შეხვედრა დანიშნულია 26 დეკემბერს ჯორჯიან ჰაუზის ოფისში დილის 12:00 საათზე, შეხვედრას დაესწრება ყველა ის დამკვეთი ვისაც გაფორმებული აქვს შეთანხმება ჯორჯიან ჰაუზთან.
  • სახლი შეივსო, პროექტი შედგა, მიმდინარეობს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებების გაფორმება დამკვეთებთან, 1-ლი ბლოკის მშენებლობა გაგრძელდება 2011 წლის იანვრის დასაწყისში