პირველ რიგში სახლს აქვს უნიკალური მდებარეობა, სახლი გადაჰყურებს მდინარე მტკვარის ხეობას და ეზოში შემოდის მტკვრის ხეობიდან შემოსული ჰაერი. მეორე მხრიდან სახლი განთავსებულია თბილისის ყველაზე გრძელ გამზირზე მაგრამ ამავე დროს არ არის ქუჩის პირას და ოდნავ დაშორებულია მთავარ გზას, ხოლო მთავარ გზასა და სახლს შორის არის გამწვანება და ნაძვნარი, რაც გამზირიდან ბუნებრივად მომდინარე მტვერს და გამონაბოლქვს აკავებს. სახლის წინ გამზირზე გადასასვლელი ხიდია გაკეთებული, იქვე არის სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების გაჩერების ადგილი, სახლი მდებარეობს მეტრო ღრმაღელესა და დიდუბეს შორის, იქვე 100 მეტრში არის კინო საქართველო, ასევე 200 მეტრშია კიკვიძის ბაღი და აკვა პარკი, სახლის ყველა მხრიდან იშლება ულამაზესი ხედები, აღმოსავლეთით თბილისის დიდი ნაწილი ხელისგულზე ჩანს, ჩანს ასევე მთაწმინდა და ფუნიკულიორი, სახლი ისეა დაპროექტებული რომ დღის განმავლობაში თანაბრად ნათდება და ყველა მხრიდან უწევს მზის შუქი, დილით გამზირის მხარეს, შუადღისას ეზოს მხარეს, საღამოს გვერდითა ბლოკს. პროექტს მყუდრო მდებარეობა აქვს და ამავე დროს მოძრავ და აქტიურ გარემოშია.

ამდენად პროექტის მიმდებარე „ინფრასტრუქტურა“ იდეალურია, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ პროექტს უნიკალური მდებარეობა აქვს, რაც სხვა პროექტებისაგან მას გამოარჩევს.