პირველ ეტაპზე უნდა გაფორმდეს მხოლოდ შეთანხმება, რომლითაც ირჩევთ ბინას, ამ შეთანხმებით თქვენ პრაქტიკულად არანაირ ვალდებულებას არ იღებთ, მხოლოდ დაინტერესებას გამოხატავთ და საქართველოს ბანკში ანაბრის გახსნით ადასტურებთ თქვენს გადახდისუნარიანობას, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებით კი უკვე ყიდულობთ ბინას და ვალდებულებას იღებთ ბინის საფასური გადაიხადოთ 20 თვის განმავლობაში.