მშენებლობის დაზღვევა გულისხმობს სახლის აშენების რისკის მთლიანად მოხსნას, კონკრეტულად ამ დაზღვევით იქნება გათვალისწინებული შემდეგი ძირითადი ქმედებების განხორციელება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან:

  1. პროექტის ფინანსური მონიტორინგი (შემოსავლების და ხარჯების კონტროლი)
  2. მშენებლობის მიმდინარეობისა და სახლის დამთავრების ვადების კონტროლი (რომ მშენებლობა ზუსტად 20 თვეში დასრულდეს)
  3. უწყვეტი დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სახლის დამთავრების გარანტიის გაცემა, რაც ნიშნავს საჭიროების შემთხვევაში პროექტში ჩართვას და დათქმულ ვადებში მშენებლობის დასრულების უზრუნველყოფას

აღნიშნულ დაზღვევასთან და სახლის აშენების გარანტიებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს უშუალოდ ალდაგი ბისიაის წარმომადგენლისგან:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი“
ტელ: (+995 32) 444 808