„სახლის შევსება“ ნიშნავს ჩვენი პროექტის მთლიანად დასამთავრებლი ფულის მოძიებას ანუ საჭიროა 20 თვიანი განვადებით მინიმუმ 3 მილიონი აშშ დოლარის უძრავი ქონების, ბინებისა და კომერციული ფართების გაყიდვა, რის შემდეგაც მშენებლობა 20 თვეში დასრულდება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "სახლის შევსება" იქნება ჩვენს პროექტში გათვალისწინებული ორი ერთნაირი მოცულობის კორპუსიდან ერთ-ერთის "შევსება" (ორი ბლოკი ერთმანეთის გვედით არის განლაგებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და გაყოფილია ტემპერატურული ნაკერით, რაც საშუალებას გვაძლევს ისინი ცალ-ცალკე ავაშენოთ და ჩავაბაროთ ექსპლუატაციაში) შესაბამისად ცალ-ცალკე მათ აშენებას დასჭირდება 20 თვიანი განვადებით 1.5 მილიონი აშშ დოლარის უძრავი ქონების გაყიდვა (რომელიმე მათგანში)