თუ ფულის შემოტანას მხოლოდ რამოდენიმე დამკვეთი დააგვიანებს ეს მშენებლობას არ შეაფერხებს, ამასთან იმ შემთხვევაში თუ "სახლის შევსების" შემდეგ დამკვეთების გარკვეული ნაწილი ყოველთვიურად ფულის შემოტანას დააგვიანებს (რაიმე მიზეზების გამო)იმისათვის რომ მშენებლობა არ შეფერხდეს, ჯორჯიან ჰაუზს მოქმედების ორი ალტერნატივა აქვს:
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების გამოყენება, კერძოდ ბინის ჩამორთმევა და ხელმეორედ გაყიდვა, რითაც გადახდისუუნარო დამკვეთის ადგილს ახალი გადახდისუნარიანი დამკვეთი დაიკავებს (ამ უფლებას ჯორჯიან ჰაუზი მხოლოდ დამკვეთთან შეთანხმებით გამოიყენებს და ბინის ხელმეორედ გაყიდვის შემდეგ სრულად დაუბრუნებს მას შემოტანილ თანხას)
2. ასევე ჯორჯიან ჰაუზს აქვს შესაძლებლობა აიღოს სესხი ბანკიდან, რომელსაც დააბრუნებს მას შემდეგ რაც დამკვეთი ფულის შემოტანას განაახლებს, ან მას შემდეგ რაც პირველ უფლებას გამოიყენებს და აღნიშნულ დამკვეთს ჩაანაცვლებს ახალი გადახდისუნარიანი დამკვეთით