მშენებლობის ხარისხი ჩვენი მხრიდან კონტროლდება ორი მიმართულებით:
- გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი
- უშუალოდ მშენებლობის პროცესის ხარისხის კონტროლი
პირველი გულისხმობს ძირითადი სამშენებლო მასალების სამშენებლო არმატურისა და ბეტონის ხარისხის შესაბამისობას პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამის პირველი გარანტი არის ამ მასალების მომწოდებლების „ხარისხი“ მეორეს მხრივ მშენებლობის პროცესში გამოყენებული არმატურის ყველა კვეთი გამოყენებამდე მოწმდება სსიპ “კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში” (დაჭიმვა, დაგრეხვა და მოღუნვა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს) ამავე ინსტიტუტში მოწმდება სამშენებლო ბეტონი (ნიმუშები იგზავნება უშუალოდ მშენებლობიდან) გარდა ამისა ბეტონის ხარისხი მოწმდება მის ჩასხმამდე უშუალოდ მშენებლობაზე მოსულ მიქსერებში, სპეციალური აპარატის გამოყენებით.
ბოლოს მოწმდება აშენებული კონსტრუქციის მთლიანი სიმტკიცე (სამშენებლო კოლონები, დიაფრაგმები, რიგელები და ფილები) იმავე ზავრიევის ინსტიტუტის მიერ ულტრაბგერითი სკლერომეტრის გამოყენებით, ასევე ყოველთვიურად კეთდება აქტები აღნიშნული შემოწმებების შემდეგ, რომელსაც ხელს აწერს პასუხისმგებელი პირები.
მეორე მიმართულებით, ანუ უშუალოდ მშენებლობის პროცესის ხარისხის კონტროლი პირველ რიგში ნიშნავს კვალიფიციური და გამოცდილი მშენებლების მუშაობას, მეორეს მხრის მათ დამატებით კონტროლს, დამატებითი კონტროლისთვის ჯორჯიან ჰაუზს ჰყავს მთავარი ინჟინერი და ტექნიკური განყოფილება, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპს აკონტროლებენ, გარდა ამისა არმატურის მოქსოვის შემდეგ ბეტონის ჩასხმამდე, თითოეული კონსტრუქციის შესაბამისობას პროექტთან ადასტურებს იმ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომელმაც დააპროექტა შენობა და შეათანხმა პროექტი ქ. თბილისის მერიაში