სახლის მთლიანად დამთავრებისთვის 3 100 000 აშშ დოლარია საჭირო თუ მხოლოდ ბინებს ვიანგარიშებთ და არ გავითვალისწინებთ კომერციულ ფართს უნდა გაიყიდოს მინიმუმ 6000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (6000* $500=$3 000 000) რაც მიახლოებით შეადგენს 60-დან 90-მდე ბინას, იმის მიხედვით თუ რამდენი კვადრატული მეტრი იქნება თითო

თუ მხედველობაში მივიღებთ კომერციულ ფართსაც, მაშინ უნდა გაიყიდოს კომერციული ფართი მთლიანად 1100 კვ.მ. და საცხოვრებელი ფართი 3320 კვ.მ-ის ოდენობით, რაც ჯამში მოგვცემს სახლის დასამთავრებელ ფულს: 1100 * $1309 (საშუალოდ) + 3320 * $500 = $3 100 000

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს პროექტში გათვალისწინებულია ორი ერთნაირი მოცულობის კორპუსის აშენება (ორი ბლოკი ერთმანეთის გვედით არის განლაგებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და გაყოფილია ტემპერატურული ნაკერით, რაც საშუალებას გვაძლევს ისინი ცალ-ცალკე ავაშენოთ და ჩავაბაროთ ექსპლუატაციაში) ცალ-ცალკე მათ აშენებას შესაბამისად დასჭირდება მინიმუმ 1.5 - 1.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, შესაბამისად ამ ორი ბლოკიდან ერთ-ერთის გარანტირებულად დასრულებისთვის საჭიროა საშუალოდ: 30-40 ბინის გაყიდვა (რომელიმე მათგანში)